LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა

163
BeFunky-collage (8)

ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯაში ავრცელებს “ფეისბუკ” გვერდზე.

“სიამაყით მივესალმებით სალომე ჯაშს, როგორც აკადემიის ახალ წევრს”, – წერს კინოაკადემია.

 

 

ცნობისთვის, რეჟისორმა, სალომე ჯაშმა 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ კინოაკადემიამ მისი დოკუმენტური ფილმის, მოთვინიერების სეანსები გააუქმა. ჩვენებები კინოს სახლში იყო დაგეგმილი და როგორც რეჟისორი ამბობს, მათი გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია:

“მიზეზი, რომელიც [კინოაკადემიის] დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ “ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს”.

მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ – კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.

ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ “გაიჭყლიტონ” (ესეც ციტატაა)” – დაწერა რეჟისორმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

“მოთვინიერების” მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g