LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელია

145
სალომე ჯაში

„ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელია!“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინოინსტიტუტი ავრცელებს.

სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა

GFI-ს ცნობით, დაჯილდოვების ცერემონია 18 მარტს ბერლინში გაიმართება:

„ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია „დოკას“ თავჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი.

სალომე ჯაში არის საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ისეთი ფილმების რეჟისორი, როგორებიცაა, „მოთვინიერება“, „დაისის მიზიდულობა“, „ბახმარო“ და სხვა.

დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 18 მარტს ბერლინში.

საქართველოს კინოინსტიტური ულოცავს სალომე ჯაშს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალი პროექტების განხორციელებაში!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტია!

For English please scroll down! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელია! Akademie der…

Posted by GFI – Georgian Film Institute on სამშაბათი, 12 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები