LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკაფიოდ იგრძნობა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, ჩვენ ვყოფილიყავით” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ჩავიდა

56
ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში წინასწარ არ გავრცელებულა.

დასავლური მედია წერს, რომ ბერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო.

​ბერბოკმა კიევის გარეუბანში არსებული დასახლება მოინახულა, სადაც საფლავები აღმოაჩინეს.

„მკაფიოდ იგრძნობა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, ჩვენ ვყოფილიყავით. ბუჩა როგორც კიევის გარეუბანი, ისევეა როგორც პოტსდამი ბერლინისთვის. სათამაშო მოედნებით, სუპერმარკეტებით, სამსახურში მიმავალი ხალხით და შემდეგ ხედავ ამ დანაშაულების საშინელ კვალს. მსხვერპლის წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ გვახსოვდეს ისინი, არამედ დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ. ამას საერთაშორისო საზოგადოება გავაკეთებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.

ცნობილია, რომ ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება.