LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს, საქართველო არა – რას აცხადებენ საგარეო უწყებაში?

268
g7

უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ეს ის საკითხებია, რომელზეც დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის ჩრდილოეთში, ქალაქ ვაისენჰაუსში, 3-დღიან სამიტზე (12-14 მაისი) დისკუსიისთვის შეიკრიბნენ.

გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების გარდა შეხვედრაზე მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც დმიტრო კულება და ნიკუ პოპესკუ. საქართველო 3-დღიან სამიტზე წარმოდგენილი არაა.

„სტუმრების სიაშია მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუც. მოლდოვა ომის დაწყებიდან ძალიან ბევრს მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისა და ზრუნვის კუთხით. ქვეყნის მხრიდან რეგიონში სიტუაციის შეფასება ასევე ძალიან ღირებული იქნება დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის“ – წერია გერმანიის საგარეო ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ შეეცადა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერკვია, რატომ არ იყო საქართველო სამიტზე წარმოდგენილი, თუმცა მათ პასუხი არ აქვთ. ინფორმაციის გარკვევას „ფორტუნა“ სხვა უწყებებშიც ცდილობს.

განახლება: მოგვიანებით, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g