LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილში საქართველოში რეკორდული რაოდენობის თანხა გადმოირიცხა – რომელი ქვეყნები ლიდერობენ გადმორიცხვებში

414
4ltn09z3bujeu6v

2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.5% მოდიოდა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ყველაზე მეტი თანხა, თითქმის 133 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, წლიური ზრდა 298.77%-ია. შემდეგ მოდის იტალია 33.4 მლნ დოლარით, იტალიიდან გზავნილები წლიურად 5.27%-ით გაიზარდა. მესამე ადგილს აშშ იკავებს 25.02 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდა კი 0.58%-ს შეადგენს.

ამასთან, 2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის (25.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g