“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია სატელევიზიო ეთერში ბრუნდება.
ამის შესახებ “მთავარი არხის” ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა.
“გიორგი გაბუნია ბრუნდება სატელევიზიო ეთერში. ეს ჩვენი გუნდის მოთხოვნაა, ის დაბრუნდება, შეცვლის ნიკას, ის არის ჩვენი დირექტორი დღეიდან და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენ არხზე დაბრუნდება ხალხისთვის”, – თქვა ეკა კვესიტაძემ.