LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ამფითეატრი აშენდება – ქალაქში რამდენიმე მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

52
dsc0369-2

ქალაქ ოზურგეთში 1.9 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ქვეყნის პრემიერ მინისტრს მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის 2 შენობის განახლება.

გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2.6 მილიონ ლარს შეადგენს. დაგეგმილია პარკის სრული რეაბილიტაცია, ატრაქციონების, განათებების, წყალარინების მოწყობა, ასევე ამფითეატრისა და კაფეს მშენებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g