LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

121
9qr3138weet0z8i

2023 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26% იქნება, – ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუა ავრცელებს.

როგორც მან საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება 7 წლის ვადით გაფორმდება, რაშიც ხელისუფლება თანხას გადაიხდის და მოქნილი პირობები შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.

,,მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ჩვენს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკი“ მოემსახურება გაუმჯობესებული პირობებით – თანხის უფასო შეტანა-გამოტანით, კომუნალურების გადახდით და რაც მთავარია, საპენსიო სესხების ზედა პროცენტი იქნება 26%. ეს არის ჩვენი მთავარი შედეგი, მანამდე 35-36%-ში იღებდნენ, ახლა კი მაქსიმუმი ზედა ზღვარი 26% იქნება. მგონია, რომ ეს არის კარგი შედეგი და მაგალითი როგორ შეიძლება ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობით და მუშაობით კარგი შედეგი დადოს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g