LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა ტანსაცმლისთვის Shazam შეიმუშავა

70

7 ნოემბერს App Store-ში გაჩნდა შეთავაზება Craze Screenshop, რომელიც Shazam-ის ანალოგია, თუმცა ის ბრენდული ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი. სერვისი ასე მუშაობს: ინსტაგრამზე აკეთებთ „სქრინშოტს“, ტვირთავთ ფოტოს Craze Screenshop-ზე და იღებთ აღნიშნულ ნივთზე სრულ ანალიზს – ბრენდის დასახელებას, ფასსა და საიტებს, სადაც ის იყიდება.

კიმ კარდაშიანი Craze Screenshop-ის კრეატიული მრჩეველი იყო. იდეა ყოფილ საოფისე მენეჯერს, მოლი ჰარვიტს ეკუთვნის.

„მოლიმ და კიმიმ ერთმანეთი იუველირთან, ლორეინ შვარცთან გაიცნეს, რომელიც ბრენდ Lorraine Schwartz Jewelry-ის მფლობელია. მოლიმ კიმს თავისი იდეა გაუზიარა, კიმი კი მაშინვე მიხვდა მის პოტენციალს და მისცა რჩევები, თუ რა უნდა შეეცვალა იმისათვის, რომ შეთავაზება ნამდვილად პრაქტიკული გამხდარიყო“ – ყვება ლორეინი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები