LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში – ელისაშვილი უკრაინის დასახმარებლად ინიციატივით გამოდის

107
BeFunky-collage (2)

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ.

“უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს გავაკეთოთ ის, რასაც პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი აკეთებს. ერთი მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ მეგობარ და სტრატეგულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ, მეორე მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინისთვის, სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას.

შეგვიძლია ჩვენც ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. ამას გარდა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს „დელტა“, რაც უბრალოდ შეგვიძლია გავუგზავნოთ. შეგვიძლია გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის მანქანა სამედიცინო „მედევაკები”, – განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მანვე აღნიშნა, ის ვერ ხედავს ხელისუფლების სურვილს უკრაინას დაეხმარონ.

“პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, იქით ლანძღავთ ზელენსკის“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

ინიციატივას, რომ ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ”.

სუბარის თქმით, “ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად სჭირდება გამართული იარაღი“.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. მისივე სიტყვებით, „ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g