ცნობილი მომღერალი, აჩიკო ბერიძე ჟურნალ „სარკეს“ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სიახლეს უმხელს.
„სამწუხაროდ, ჩემი ქორწინება რამდენიმე წელიწადში დამთავრდა, ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. ორი ვაჟკაცი მეზრდება, 5 წლის ნიკოლოზი და 4 წლის ლევანიკო. მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს აუცილებელია, ბავშვებმა ტრავმა არ მიიღო. ბაღიდანაც გამომყავს და ჩემთანაც არიან ხშირად. მხოლოდ გასტროლების დროს მენატრებიან, დანარჩენ დროს ყველაფერში ჩართული ვარ. ჩემთვის მთავარია, შვილები კარგ ადამიანებად, ჯანსაღ მოქალაქეებად აღვზარდო.
მეორედ ქორწინებას ხომ არ გეგმავთ?
ჯერ ჭრილობა ძალიან ახალია. ოჯახის დანგრევა რთულია. შეიძლება, მამაკაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს, წამალი ჩემთვის ისევ და ისევ სიმღერაა. მომავალ ოჯახზე საუბარი ნაადრევია. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება…“
აჩიკო ბერიძემ ცოლი 2016 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნუცა ყანჩაველი გახლდათ.