LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედები გამიცრუვდა – რას იხსენებს ნინო სურგულაძე

271
სურგულაძე

საოპერო მომღერალ ნინო სურგულაძის საყვარელი მომღერალია სტინგი. მასთან შემთხვევითი შეხვედრა გადაცემაში „სხვა კითხვები“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმედი გაუცრუვდა.

„საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ადამიანი, უბრალოდ, იმედები იმ მხრივ გამიცრუვდა, რომ თავიდან მას ჰქონდა მკაცრი რეაქცია. წარმომიდგენია სტინგი რომ ხარ რამხელა დატვირთვაა შენზე, მუდმივი ყველა მხრიდან თაყვანისმცემლების. მით უმეტეს მილანში თავისთვის სეირნობდა, ვიღაც მამაკაცთან ერთად. ისე გამოიყურებოდა, რომ თვალი კარგად რომ არ შემეჩერებინა, ვერც შევამჩნევდი და მივხვდებოდი რომ სტინგი იყო. იმდენად დავიბენი, ჩემს მეგობარს ხელი ჩავავლე, დაინახე ვინ იყოთო, ეს ხომ ის არის-მეთქი. იმდენად მიყვარს, მართლა გამორჩეულად, ჩვენი ბავშვობაა. თავიდან დაიბნა, რაღაცნაირად შემოგვხედა და ვინ ხართო გვკითხა. ჩვენ ლასკალაზე მივუთითეთ, იქ ვმუშაობთ. არაფერი მაქვს სხვა და ვერდის ნოტებზე მომიწერე ხელი-თქო. ავტოგრაფიც მომცა და ბოლოს გაიღიმა, მაგრამ თავიდან ძალიან მკაცრი იყო, სანამ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს. მე ყველა ენა დამავიწყდა, მე მგონი ქართულად ვესაუბრებოდი“, – იხსენებს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g