LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარველმა“ ახალი „თორის“ პირველი თრეილერი გაავრცელა

291
page

„მარველმა“ „თორის“ პირველი  თრეილერი გაავრცელა. „თორი: სიყვარული და ელვა“ ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს კვლავ კრის ჰემსვორტი, ნატალი პორმანი ასრულებენ, მათ პარტნიორობას ტესა ტომპსონი და კრისტიან ბეილი გაუწევენ. ფილმის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტია, აღსანიშნავია, რომ მან ასევე „თორი: რაგნაროკი გადაიღო.

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ  „გლადიატორის“ ვარსკვლავი, რასელ ქროუ „თორის“ მეოთხე ნაწილში გამოჩნდება. ახალ ფილმში ის არც მეტი, არც ნაკლები, ზევსის როლს მოირგებს. ფილმის პრემიერა ივლისში შედგება.

„ყვავილებიანი პირსახოცი საოცრად გიხდება კრის“ – „თორი“ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები