37 წლის მსახიობი, კრის ჰემსვორტი სერფინგით ბავშვობიდანაა გატაცებული. ის და მისი ძმები თავისუფალ დროს აღნიშნული სპორტის სახეობას ხშირად უთმობენ. გამონაკლისი არც შუა კვირა იყო. თუმცა, ამჯერად „თორის“ ვარსკვლავი სერფინგით სრულიად მარტო იყო დაკავებული. ის პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ტანისამოს იცვამდა.
აღსანიშნავია, რომ კრის ჰემსვორტი ჰოლივუდში ყველაზე ათლეტური აღნაგობის მამაკაცად არის აღიარებული და მართლაც, ის მუდამ ფორმაშია.
„ყვავილებიანი პირსახოცი საოცრად გიხდება კრის“, „საოცარ ფორმაში ხარ“, – წერენ კომენტარებში.