LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: „ეს არ არის ანექსია.. ვიცავთ მოსახლეობას და ვეხმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“

128
სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის დონბასის “გათავისუფლება” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი დონბასში ტერიტორიების ანექსიას, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს არის არა ანექსია, არამედ “სამხედრო ოპერაცია”.

„ეს არ არის ანექსია. ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ითხოვენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენული სახელმწიფოები, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას და ვეხმარებით მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, – განაცხადა ლავროვმა.

“ხანგრძლივვადიანი საომარი მოქმედებები იქნება” – ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რა ვითარებაა ახლა ფრონტის ხაზზე, სად არის კონცენტრირებული რუსული არმია და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g