კორპორაციამ HMD Global ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nokia 3310-მა მესამე თაობის მხარდაჭერა მიიღო. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული სიახლე თაყვანისმცემლების დიდი ნაწილის თხოვნის შემდეგ დაამატეს.
ახალ Nokia 3310-ს მისი წინამორბედისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი ინტერფეისი აქვს, ხოლო ღილაკები უფრო მოსახერხებლად აქვს განლაგებული. მოწყობილობას 2,4 დიუიმიანი ეკრანი, 2 მეგაპიქსელიანი კამერა და Micro-SD სლოტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების საკმაოდ დიდი არჩევანისა, აღნიშნულ მოდელზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.