LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევების წინაშეა ბავშვი ღია ციფრულ სივრცეში?

52
online-safety-1280-640-banner

ბავშვები აქტიურად იყენებენ ინტერნეტ სივრცეს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია, განახორციელონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი. თუმცა ამ სარგებელთან ერთად ყველაფერი წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ბავშვის მონაცემთა დაცვის დაცვის თვალსაზრისით.

რა გამოწვევების წინაშეა ბავშვი ღია ციფრულ სივრცეში? ამ საკითხზე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„ძალადობა, სექსუალური ექსპლუატაცია, ბულინგი – ეს გამოწვევებია დღეს ციფრულ სივრცეში. იქაც არიან პოტენციური მოძალადეები, სექსუალური ექსპლუატატორები შეიძლება დაუკავშირდნენ ბავშვებს ყალბი პროფილებით. ამიტომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ რისკების შესახებ, ასევე მშობელს და მასწავლებელსაც. მათ უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია თუ როგორ დაიცვან შვილები.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დეზინფორმაცია. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში. მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოზარდებში. მათ უნდა ჰქონდეთ ცოდნა, როგორ დაიცვან თავი დეზინფორმაციისგან, ამიტომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“, „მედიის განვითარების ფონდთან“ და „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის“ დახმარებით სხვადასხვა რეგიონში ატარებს სემინარებს ბავშვებისთვის „მედია წიგნიერების“ შესახებ. ბავშვებს ვაწვდით ინფორმაციას და კონკრეტულ რესურსებს, რომლითაც მათ შეუძლიათ თავი დაიცვან დეზინფორმაციისგან“, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g