LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეჩნეთში ჯგუფური სექსის სამი მონაწილე მოკლეს და ფარულად დაკრძალეს

190
87B5260E-326A-4DC5-8D30-288B7381AA6D_cx23_cy30_cw51_w1023_r1_s

გროზნოში რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარებული სამი ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს და სოფელ ვედენოში სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა “კავკკაზ.რეალიიმ” ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარი წყაროებიდან შეიტყო. წერს რადიო თავისუფლება.

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტოები და ვიდეოები ორი მამაკაცისა და ორი ქალის მონაწილეობით, რომლებიც იყენებდნენ ნარკოტიკების მსგავს ნივთიერებას და ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფურ სექსში.

ის ფაქტი, რომ ისინი დაკარგულები იყვნენ, აპრილის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. რამდენიმე ტელეგრამის არხმა 3 ივნისს დაწერა, რომ ვიდეომ საბოლოოდ მიაღწია ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამდე, რომელმაც პოლიციას დაავალა დაეკავებინა ის ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოზე იყვნენ აღბეჭდილნი.

ამის შემდეგ სამი დაკავებულის ბედის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მხოლოდ ის, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი გოგონა გაათავისუფლეს, რადგან ის ჩეჩენი არ არის.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც “კავკაზ. რეალიიმ” გაარკვია გგაუჩინარებულები ორი კვირის წინ დაკრძალეს. სამართალდამცავი ორგანოებიდან რედაქციის თანამოსაუბრე ვერ აკონკრეტებს, თუ რის გამო დაიღუპნენ, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი მოკლეს, ხოლო ცხედრები პოლიციის მანქანის თანხლებით სასწრაფო დახმარების მანქანამ სოფელ ვედენოს სასაფლაოზე მიიტანა.

ვედენოს რაიონის ერთ-ერთმა მკვიდრმა რედაქციას განუცხადა, რომ სოფელში სასაფლაოზე სამი ახალი უსახელო საფლავია, მაგრამ ისინი ადგილობრივებს არ ეკუთვნით.

რადიო თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g