LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიაბერაშვილი: როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა

97
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ  პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმის დანგრევას სჭირდება.

„როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა.“,  – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ ისე დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არსებობს.

„პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ისაუბრონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმის დანგრევას სჭირდება.

რას ვგულისხმობ. პირველი მთავარი არის გამართული მესიჯი, როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებულზე პასუხის პასუხის გაცემით.

იმ წუთას ოპოზიციური ამომრჩეველიც კი გრძნობს, რომ ძალა არ მოდის ამ პასუხებიდან.

სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს.

სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ამის გაკეთება შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g