LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ, ჭორიკნები“ – რიჟვაძე ოპოზიციას

351
Untitled design (1)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 7 ივნისს უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიშში წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობას“ რომ მოვწონდე, აჭარაში აღარ ვიცხოვრებ, ეს იცოდეთ ძალიან კარგად

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც  რიჟვაძემ აღნიშნა, დღის განმავლობაში ოპოზიციისგან არაერთი შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული განცხადება მოისმინა.

დაპირისპირება მოჰყვა ერთ-ერთი ოპოზიციონერის რეპლიკას – თუ რას ამბობდა სააკაშვილზე რიჟვაძე, სანამ თავმჯდომარე გახდებოდა.

“აბა, გამახსენე, აბა? წეღან როგორც მითხარით, რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენეთ, თქვე ჭორიკნებო თქვენ, აბა რა ვთქვი? საერთოდ არ მიმუშავია საჯარო სამსახურში… თქვენ ხართ ჭორიკნები, ვერავის ვერ გადაუღუნოთ, “დავაი” დაახვიეთ…” – მიმართა რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

“შე უზრდელო ბავშვო, წესიერად ილაპარაკე, უზრდელი ხარ, ვიღაც. სირცხვილია, შენ ხელში რომ აჭარის მთავრობაა, წადი ექსპერტებს ელაპარაკე, ომი ვინ დაიწყო” – უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა რიჟვაძეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g