LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობას“ რომ მოვწონდე, აჭარაში აღარ ვიცხოვრებ, ეს იცოდეთ ძალიან კარგად

167
pjimage-1

„ნაცმოძრაობას“ რომ მოვწონდე, აჭარაში აღარ ვიცხოვრებ, ეს იცოდეთ ძალიან კარგად, – ასე დაასრულა დღეს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლა, სადაც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რიჟვაძის მოსმენა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე დღის განმავლობაში ოპოზიციისგან არაერთი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადება მოისმინა.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი სხდომის ყველა მონაწილეს, ასევე მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თვალს გვადევნებდნენ. იმედი მაქვს, რომ ჩემი და მთლიანად მთავრობის ანგარიში იყო მოცულობითი და გამოხატავდა იმ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებს, რომელიც მნიშვნელოვანია აჭარაში მაცხოვრებელი თითოეული ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და გაძლიერება. რაც შეეხება პათოსს ბოლო გამოსვლებისას, მე რა თქმა უნდა ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან მართალი ადამიანი არასდროს იხდის ბოდიშს და სიყვარულიც და პატივისცემაც ყოველთვის არის ორმხრივი, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიდნენ. ამიტომ, მადლობას ვუხდი მოსახლეობას იმ ყურადღებისთვის, რომელიც დღეს დაგვითმეს. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მე, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, მთლიანი გუნდი და ჩვენი გუნდიც, ვატარებთ იმ პოლიტიკას და ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც დგას ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვართ საყრდენი, როგორც საქართველოს მთავრობის, ბატონი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ასევე ვართ საყრდენი მთლიანად მმართველი პარტიის, მაგრამ პირველ რიგში ვართ საყრდენი თითოეული აჭარელის და აჭარის მაცხოვრებლის, ასე რომ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ამას იმსახურებს აჭარის მოსახლეობა. რაც შეეხება აქ გამოთქმული მენტორული სტილის დარიგებებს, დღის განმავლობაში თქვენგან წამოვიდა არაერთი შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული განცხადება. მოხსენების კონტექსტსაც და პათოსსაც თუ დააკვირდებით, ერთი სიტყვა არ მითქვამს აჭარის ლოკალურ პოლიტიკურ მოვლენებზე, ისიც მესმის, რატომაც არ მოგწონვართ. მიხარია, რომ არ მოგწონვართ. თქვენ რომ მოგწონდეთ არ დამეძინება, იცოდეთ, „ნაცმოძრაობას“ რომ მოვწონდე, მე აჭარაში აღარ ვიცხოვრებ, ეს იცოდეთ ძალიან კარგად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g