LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევგენ ტომაკი: ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია, ვის სურს, რომ საქართველო დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ეს პუტინია, საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა

233
ევგენ ტომაკი

„ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია. დიახ, ვნახეთ, რომ რაღაც წარუმატებლობები იყო მედიათავისუფლების საკითხებში, მაგრამ ვის სურს, რომ საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ვის სურს, რომ არ დაუახლოვდეს საქართველო ევროპას? ეს ბატონი პუტინია, ვისაც ეს ყოველივე სურს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევგენ ტომაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოებისკენ უნდა იყოს მიმართული.

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე

„ჩვენი რეაქცია უნდა იყოს მიმართული გაფართოებისკენ, რომ ვიყოთ უფრო მიზანმიმართული ჩვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ასევე, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირი არ არის პროექტი, რომელსაც ესადაგება დაბალი სტანდარტები. ევროპულ პროექტებში არის ღირებულებები და სტანდარტები, რომელიც საქართველოს ავალდებულებს, რომ მათ პატივი სცეს და ეს ღირებულებები უნდა განხორციელდეს საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა.“– განაცხადა ტომაკიმ.

magti 5g