LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

228
ბიძინა-ივანიშვილი-ირაკლი-კობახიძე

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მყტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილი: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა

ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე კობახიძემ ასე უპასუხა:

“FAKE-ით დავიწყეთ და აქაც FAKE შემოაპარეთ. სამჯერ თუ ოთხჯერ არის ნახსენები სიტყვა სანქცია [ჩემს] ტექსტში და თქვენ კი ტყუილით დაიწყეთ შეკითხვა. ეს არის სამწუხაროდ, თქვენი მედიის სტანდარტი. FAKE-ის გარეშე არ შეგიძლიათ. მარტივად შეგეძლოთ ტყუილით არ დაგეწყოთ კითხვა და ვერ მოგითმინათ გულმა.

ტყუილი არის გამჯდარი თქვენს სულში, ტუილის გარეშე არ შეგიძლიათ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი, თქვენი რეჟიმის პირობებში ათასი უბედურება ხდებოდა და ეს ყველაფერი დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა”, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g