რუსი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ოლგა სკაბაევა გადაცემაში „60 წუთი“ ღია მუქარით გამოვიდა. სკაბაევა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაცია ომში გადაიზარდა:
„მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ სპეცოპერაცია უკრაინაში დასრულდა და დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, რომელშიც ჩართულია ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. ამჯერად რუსეთი გაანეიტრალებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სრულად”, – განაცხადა ოლგა სკაბაევამ.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა დონეცკში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსული ბატალიონის განეიტრალების თაობაზე.
„დასავლეთს არ მივცემთ უფლებას, გადაარჩინოს უკრაინა“ – კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა