სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას კვლავ უკრაინა აკონტროლებს და ინფორმაცია მისი ბლოკადის შესახებ სიცრუეა, – ეს განცხადება ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ გააკეთა.
„ინფორმაცია აზოტის ქარხნის ბლოკადის შესახებ სრული სიცრუეა, რომელიც რუსი პროპაგანდისტების მიერ ვრცელდება, სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონას ჩვენი ძალები აკონტროლებენ და ქალაქში რუსულ ძალებს ანადგურებენ“, – წერს გუბერნატორი Telegram არხზე.
ცნობისათვის, ლუგანსკის გუბერნატორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სევეროდონეცკში აზოტის ქიმიური ქარხნის ქვეშ ბომბსაფარებს, 800-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები, აფარებს თავს.