უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას”.
პოდოლიაკი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ღარიბაშვილს კითხვით მიმართავს, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი:
“არავინ დგას ნებაყოფლობით რიგში, რაკეტებისგან დაიღუპოს.
ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის უკრაინა საშინელ ფასს იხდის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის საკუთარი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?” – წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, გუშინ, 13 ივნისს, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
“თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე”.
იხილეთ ვრცლად:
რა თქვა პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
No one voluntarily queues for the death from ?? missiles, @GharibashviliGe. ?? pays a terrible price choosing to be a European democracy. ?? pays a high price protecting its civilization. Values are more important than profit. What is important for you? Application queue number?
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 14, 2022