ამერიკელმა მომღერალმა და მსახიონმა დემი ლოვატომ ახალი მუსიკალური ერა დაიწყო და სიმღერა „Sorry Not Sorry“ გამოუშვა. სიახლე მისი მეექვსე ალბომის პირველი სინგლია, რომლის შესახებაც ამ დროისთვის ბევრი არაფერია ცნობილია.
კრიტიკოსების აზრით, ახალმა მუსიკამ ლოვატო ახალ მუსიკალურ დონეზე აიყვანა. ამ დროისთვის თრექი ამერიკული iTunes-ის მეორე ადგილზე იმყოფება. უახლოეს მომავალში დემი ახალი კლიპის გამოშვებას გეგმავს, სადაც პერის ჰილტონი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის უკანასკნელი დისკი „Confident“ 2015 წელს გამოვიდა. ამ ალბომით ის პირველად იყო ნომირირებული „გრემიზე“ კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალური პოპ-ალბომი“.
https://www.youtube.com/watch?v=LQZ6Ka4pNPo