LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გაქვთ თუნდაც სურვილი, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს, შექმენით მის წინაშე მორალური უპირატესობა და მიდით მის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ბექა კობახიძე

194
ing (1)

პრეზიდენტის მოწოდებას – 16 ივნისს ყველა შეიკრიბოს ევროპის მოედანზე – ისტორიკოსი ბექა კობახიძე ეხმიანება.

როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, აქციაზე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები.

მისი თქმით, ამით “ანტი-ნაც”, მაგრამ პროდასავლელ ელექტორატს დაანახვებენ, რომ ეს მათ უყვართ ქვეყანა, ხოლო “ოცნება” საბოტაჟის გზაზე დგას”:

“მესმის სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირადი და პოლიტიკური წყენები. მესმის მისი განცხადების ზოგიერთი ნაწილის პრობლემურობა (რბილად რომ ვთქვათ), ასევე მესმის 16 და 20 ივნისის აქციის გაყოფის საფრთხე, რომელიც მან შექმნა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

ჩვენ ისრები, მთავარი და მეორადი, არ უნდა აგვერიოს. ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენ ვისაუბროთ სალომე ზურაბიშვილზე, 20 ივნისს მიმსვლელებმა ლანძღონ 16 ივნისს მიმსვლელები და პირიქით; ნაცებმა ლანძღონ “სირცხვილია” და პირიქით.

ხელისუფლების ამოცანაა ევროკავშირმა არ მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ეს იოლად შერჩეთ, რადგან ჩვენ მეორე და მეათეხარისხოვან საკითხებზე დავერევით ერთმანეთს.

სალომე ზურაბიშვილის აქციაზე მივა ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც მწყრალადაა ოპოზიციასთან და მათი გულის მოგებაა საჭირო. ამ აქციაზე მივლენ ევროპელი ელჩები და მათი გულის მოგებაც საჭიროა.

მე დარწმუნებული ვარ, აქციაზე არ მივლენ “ქოცების” ლიდერები.

ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, იქ მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები, ყველა, ყველაზე ცხელთავიანებიც კი. ამით “ანტი-ნაც”, მაგრამ პროდასავლელ ელექტორატს დაანახვებენ, რომ ეს მათ უყვართ ქვეყანა, ხოლო “ოცნება” საბოტაჟის გზაზე დგას. იმავეს დაანახვებენ ევროპელებს.

16 ივნისი 20 ივნისთან წინააღნდეგობაში არ მოდის და სჯობს დავუჯეროთ “სირცხვილია”-ს ძალიან სწორ განცხადებას.

უფრო მეტიც, თუ გაქვთ თუნდაც სურვილი, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს, შექმენით მის წინაშე მორალური უპირატესობა და მიდით მის მიერ დაანონსებულ აქციაზე.

იქ მისვლით თქვენ ყველას დაანახვებთ, რომ ქართული ოპოზიცია და ხელისუფლება ნაგვის ორი სხვადასხვა ყუთი კი არ არის, არამედ ერთი არის ქვეყნის მხარეს, ხოლო მეორე საბოტაჟის. აჯობეთ თქვენს თავსა და ცხელ თავებს.

ბოლოს და მთავარი: ამ საბედისწერო დღეებში მართლა მნიშვნელოვანია ბრიუსელიდან საქართველო ჩანდეს ბევრად უკეთ და მკაფიოდ, ვიდრე მას საბოტაჟური და რუსეთის კარნახით მოქმედი ხელისუფლება აჩვენებს.

ამ ისტორიულ დღეებში თქვენ ისტორიაში უნდა დატოვოთ სათქმელი, რომ ეს ერთი კვირა მაინც სწორ ადგილას იდექით.

არა მგონია, ჩემს სიტყვას რამე განსაკუთრებული ფასი ჰქონდეს, მაგრამ, გთხოვთ, აჩვენეთ ეს პოსტი თითოეული პოლიტიკური პარტიის ლიდერს”, – წერს ისტორიკოსი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის მიერ, 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზე გამოხმაურებებს ვრცლად გაეცნობით აქ:

16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება: პრეზიდენტი

ვინ უერთდება პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას? – თანხმობა და უარი ზურაბიშვილს 16 ივნისს

ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს: „არ ვაპირებ იმ თანამდებობის პირის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას, რომელმაც მოსამართლეების კლანი გააძლიერა და ის ამაზე დღემდე დუმს“

გია ხუხაშვილი: “ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს”

16-ში აქციის დაანონსება ემსახურება ერთადერთ მიზანს, დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი, ყველანი რუსთაველზე, 20-ში – ზურა ჯაფარიძე

ლელო იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე – მამუკა ხაზარაძე

გიორგი გახარიას პარტია არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას

ყველა პარტიამ საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ ტეხავს? განა პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში, ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ! – ალეკო ელისაშვილი

16 ივნისს ვუყურებ ნეტფლიქსს, 20 ივნისს რუსთაველზე – ფადი ასლი ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე

 

magti 5g