LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines სახელს იცვლის

139
THY3

თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია სახელს იცვლის. რებრენდინგის შემდეგ, Turkish Airlines-ს Türkiye Hava Yolları ერქმევა, რაც თურქულად ავიახაზებს ნიშნავს.

ავიაკომპანიის რებრენდინგის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თურქეთის მთავრობამ გაეროს ოფიციალურად მიმართა, რომ ქვეყანას Turkey-ის ნაცვლად Türkiye ეწოდოს. თურქეთი თურქულად სწორედ ასე იწერება და წარმოითქმება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ავიახაზები საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კომპანიაა. 2022 წლის იანვარ-მაისში რეგულარული რეისებით Turkish Airlines 175980 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, Turkish Airlines-ზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 14% მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g