LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

218
qutaisimamakacimokles

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის მეზობელია. როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი, წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

შინაგამ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ -ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g