LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით – ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია – ლიეტუვის ელჩი

69
BeFunky-collage (1)

ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს.

მისივე თქმით, საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.

„მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა,“ – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს, 17 ივნისს გამოაქვეყნებს.

ანა ანდღულაძე: „ევროკომისიის მოსაზრებას ძალიან დიდი დატვირთვა ექნება – აუცილებელია ფრთხილად იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებაში ევროსკეპტიკური მიდგომები არ გაღვივდეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g