LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ გითხრან, სპილო ხარ და არ იყოო, როგორ გადავიქცე, რაც არ ვყოფილვარ?” – დავითულიანი სტატუსზე

130
beka-davituliani_w_h

იმედი მაქვს, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ – რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს ვყოფილვარ, როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს არ მჭირდა?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მზად იქნება მმართველი გუნდი შეასრულოს პირობები, რომელიც შესაძლოა კანდიდატის სტატუსს მოჰყვეს.

კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას ახლავე, საქართველოსთვის პირობები ახლა და კანდიდატის სტატუსის შანსი მოგვიანებით – ევროკომისიის წინასწარ შეთანხმებაზე ჟურნალისტი წერს 

დავითულიანი აცხადებს, რომ შესრულებადი იქნება პირობები, რომელიც გარკვეული სფეროების რეფორმირებას შეიძლება მოითხოვდეს, ხოლო შეუსრულებადია პირობა, რომლის შესრულების სამართლებრივი გზა არ არსებობს.

“შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ, მე ამის იმედი მაქვს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ინსტიტუციამ წარმოგიდგინოს შეუსრულებელი პირობები, რაც აპრიორი ყველამ იცის, რომ ვერ შესრულდება. მაგალითად, არის რეფორმირება რიგი მიმართულებების, მაგალითად, არის პოლიტიკური შეთანხმება რაღაცაზე და ა.შ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ველი, რომ რაღაცას ჩაწერენ, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანას არ ჰყავს.

ყველაფერს ხომ უნდა არგუმენტირება? ჰაერიდან მოტანილი თემა, რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს არ ვყოფილვარ? როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს არ მჭირდა?”,- აცხადებს დავითულიანი.

ანა ანდღულაძე: „ევროკომისიის მოსაზრებას ძალიან დიდი დატვირთვა ექნება – აუცილებელია ფრთხილად იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებაში ევროსკეპტიკური მიდგომები არ გაღვივდეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები