LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ

95
bzamochra (9)

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და აღნიშნავს, რომ საკითხი დღეს მინისტრთა კაბინეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხის ფონზე, ზელენსკიმ შესთავაზა მინისტრთა კაბინეტს განიხილოს უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის გადახედვა.

“დღეს მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რეზოლუცია “უკრაინის მთავრობისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის.“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g