ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო.
მან აღნიშნა, რომ ეს დასავლეთის პოლიტიკის ცენტრალური ჩავარდნაა რუსეთის მიმართ.
„დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსეთის ინტეგრირება ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იარაღის კონტროლის მრავალ დონიან სისტემებში. ამის მიუხედავად, რუსეთმა დაარღვია უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ყველა ნორმა და პრინციპი, საერთაშორისო წესები. ეს არის დასავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ჩავარდნა რუსეთის მიმართ“, – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა.