ბიონსე დედობისთვის ემზადება. სულ მალე ის და რეპერი ჯეი-ზი ტყუპების მშობლები გახდებიან. მომღერალი ამ საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ცდილობს, ყველაზე უმნიშვნელო დეტალებიც კი აკონტროლოს.
პოპ-დივას ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მშობიარობის დროს ოთახში სიჩუმე იყოს. ინსაიდერის თქმით, ბიონსეს სიმშვიდე უყვარს და მშობიარობის დროს მას ზედმეტი ხმაური არ სურს. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა: ვარსკვლავი მკაცრად ითხოვს, რომ მისი და მისი შვილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ადგილზე დარჩეს. მომღერალი მიიჩნევს, როდესაც თავად მოუნდება, ამაზე მაშინ ისაუბრებს.