LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „ურსულამ მიულოცა პრემიერს, ბატონმა მიშელმა – ქართველ ხალხს, მგონი ნორმალურია – ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“

243
BeFunky-collage (2)

„ევროპელი ლიდერების მხრიდან მილოცვა მიიღო ქართველმა ხალხმა, შარლ მიშელი ულოცავს ქართველ ხალხს, არ გახსენებთ თქვენ, განსხვავებით მოლდოვისა და უკრაინისთვის მიძღვნილ პოსტში, კელი დეგნანი ულოცავს ქართველ ხალხს, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს სხდომაზე დასავლელ პარტნიორებს ეუბნება, რომ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთო, როგორ იღებთ და რით ახსნით თქვენ ამ იგნორს“?, – ეს შეკითხვა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს  ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა და მთავრობის მეთაურს ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, “რაც მიიღო და რაც ვერ მიიღო საქართველომ”.

ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადადგომას არ აპირებს, პირიქით, მიაჩნია,რომ ახლა ვალდებულია ყველა ის პირობა, რომელიც გუნდმა აიღო ბოლომდე შეასრულოს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აფასებს იმ მილოცვებს, რომელიც მიემართებოდა ქართველს ხალხს და არა მას, პრემიერმა აღნიშნა:

„საზოგადოებამ ნახა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მილოცვა პირადად ჩემდამი, და თქვენ არ ვიცი რას გულისხმობთ, ქალბატონმა ურსულამ მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავის ოფიციალურ მიმართვაში, მილოცვის ტექსტში, და ბატონმა მიშელმა მიულოცა ქართველ ხალხს, მე მგონი ნორმალურია. თქვენ ნუ ეძებთ, ძალიან გთხოვთ, ასეთ სიტუაციაში, ისტორიულ დროს, ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“,- თქვა პრემიერმა.

„შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ…“ – რა თქვა პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპულ საბჭოს სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ესეც “ჩვეულებრივი პრაქტიკაა”.

„ ჩვენი პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური, ამ შემთხვევაში მისი მონაწილეობა გუშინ იყო ამბსოლუტურად სიმბოლური, მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას მოუწევდა ჩემთვის კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის მიღება, რაც არის გაწერილი კონსტიტუციის იხედვით.

ამაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ძალიან ბევრი საპარალმენტი რესპუბლიკების პრეზიდენტები დადიან ბრიუსელში, მონაწილეობენ ნატოს სამიტებში, სხდომებს ესწრებიან, იქაც აქვთ ნომინალური წარმომადგენლობითი ფუნქცია, ესეც ნომინალურია და ამაშიც ნუ ეძებთ სკანდალს“,- განაცხადა პრემიერმა.

საელჩო: „აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები