“მე ვარ ქართველი აზერბაიჯანელი, მაშასადამე მეც ვარ ევროპელი. ჩემი სახელის და გვარის გამო გეშინიათ? მგონი არა, მაგრამ ამ მთავრობას, ამ მოძალადე სისტემას ეშინია,” – ასე მიმართა აქციის მონაწილეებს სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.
როგორც მან აღნიშნა, ის არაერთხელ გამხდარა სიძულვილის ობიექტი.
“მე ვარ იმ ადამიანის შვილიშვილი, რომელიც პირველი მუსლიმი ქალი იყო საქართველოდან, მე ვარ იმ ადამიანის შვილთაშვილი, რომელიც ერეკლე მეფის ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ…
მეც ვარ საქართველოს ერთგული მოქალაქე და დღეს თქვენთან ერთად ვარ, იმიტომ, რომ მინდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი აზერბაიჯანელები მთელ საქართველოსთან ერთად ვართ. მეგობრებო, სხვადასხვა ჯგუფების სიძულვილის ობიექტი ვარ გარეჯის ამბის გამო, მე მაბრალებენ, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოქალაქე. მე გეკუთვნით თქვენ და არა სხვას. ჩვენ ერთად ძლიერნი ვართ,” – აღნიშნა ბაირამოვამ.