დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გადაცემას „ურუსკესი“ სტუმრობდა, სადაც მან ახალგაზრდებს მიმართავს და პროფესიის შესახებ გულწრფელი რჩევაც მისცა.
„თაობას, რომელიც ახლა გვისმენს, მინდა ვუთხრა, რომ არასდროს, არასდროს თქვათ უარი თქვენს გეგმებზე, თქვენს ოცნებებზე. ყველაფერი რეალურია, დაიხარჯოთ საკუთარ თავთან ისე, რომ შინაგანად დარწმუნდე, რომ ნამდვილად ეს გინდა და არ გაქვს სხვა კითხვა – მინდა თუ არ მინდა? მინდა, ეს აუცილებლად იქნება“, – მიმართა დიზაინერმა ახალ თაობას.