LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ახლა არის დრო ხელისუფლებისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან… ეს არის ცალსახა გზა კანდიდატის სტატუსის მისაღებად

230
კელი დეგნანი

უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკაინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

კელი დეგნანის განცხადებით, მსგავსი დისკუსია მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს და არა საჯაროდ.

როგორც ელჩი აცხადებს, მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს.

„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. მედიისთვის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის.

მე მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება.

ასე რომ, მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხი განეხილათ ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ რუსეთს ასარგებლებს.

უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკარინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

არახამიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება – რას ითხოვს „გირჩი“ და რას პასუხობს „ოცნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g