LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღად 2023 წელი დაასახელა

78
შოტ

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი შეთავაზებით გამოვიდა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართოს.

სტარჯონის თქმით, კითხვა იგივე იქნება, რაც 2014 წელს გამართულ რეფერენდუმზე: „უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?“. კენჭისყრის გამართვასთნ დაკავშირებით, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ოფიციალური თანხმობისთვის წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს პირველი მინისტრის წინადადებებს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია იმის შესახებ, რომ „ახლა არ არის დრო“ მორიგი რეფერენდუმის ჩატარებისთვის, არ შეცვლილა.

„ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად შევისწავლით და სათანადოდ ვუპასუხებთ. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ფოკუსი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკის მშენებლობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ გვექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა და უფრო ძლიერი ქვეყანა ერთად“- განაცხადა ჯონსონმა.

როგორც სტარჯონმა აღნიშნა, ნებისმიერი რეფერენდუმი უნდა იყოს “უდავოდ კანონიერი” და კონსტიტუციური.

მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოს მოუწევს გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შოტლანდიის მთავრობას უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g