საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ქვეყანაში მიმდინარე პრაიდის კვირეულს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის კვირეულის ფარგლებში ფილმის – “სველი ქვიშის” ჩვენებას დაესწრო.
“თბილისი პრაიდის” კვირეული გაიხსნა – ადგილზე იმყოფებიან “პრაიდის” მოწინააღმდეგეები
როგორც კლეიტონი წერს, მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება:
“დავესწარი “სველი ქვიშის” ჩვენებას თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენი მოვალეობაა ხაზი გავუსვათ ადამიანის უფლებათა დამცველების სიმამაცეს, მათ შორის საქართველოში.
მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება”, – აღნიშნულია ელჩის “ტვიტში”.
დავესწარი “სველი ქვიშის” ჩვენებას თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენი მოვალეობაა ხაზი გავუსვათ ადამიანის უფლებათა დამცველების სიმამაცეს, მათ შორის საქართველოში. მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება. #TbilisiPride #Pride https://t.co/f1KKWq1vBO
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) June 29, 2022