LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი პრაიდის” კვირეული გაიხსნა – ადგილზე იმყოფებიან „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები

328
232572_video

თბილისში, ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება იმართება, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

დღევანდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”, რომელსაც, როგორც თბილისი პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

“პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მეორე ღონისძიება იქნება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან. საუბარი იქნება საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მესამე ღონისძიება კი იქნება “პრაიდ ფესტივალი”, სადაც შეიკრიბებიან ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები.

მოეწყობა სხვადასხვა გამოფენები, გაიმართება კონცერტი და ამ დახურული სოციალური და კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ ლგბტ თემის ღირსების კვირეულს”, – აცხადებს “თბილისი პრაიდის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია.

„პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებს იმედი გამოთქვეს, რომ იმ დროს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ესწრაფვის, სახელმწიფო შეასრულებს საჯაროდ დადებულ პირობას და დაიცავს ადამიანის უფლებებს.

ტერიტორიის მიმდებარედ იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. საპროტესტო აქციას “ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება”, “ალტ-ინფო” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g