მე მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სადაც ლოგიკურად დავსვამ საკითხს, რომ ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი
„მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქმის კურსში. ყველა კადრია აღბეჭდილი და თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება ეს ყველაფერი და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, რაზე წამსვლელები არიან ეს ადამიანები. რა გაბედა და იკადრა, როგორი ბინძური პროვოკაცია მოაწყო“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა “იმედის” ეთერში.