LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიზნეს ოსკარზე“ PSP N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

99
289390490_353454020198135_2837974262106105242_n

25 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.

Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოების ცერემონიალი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; PSP ფარმაცეტულ სფეროში არავის უთმობს პირველობას და დარგის ლიდერობას.

„ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურ შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს,“ – აცხადებენ PSP-ში.

29 ივნისს კი „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ ჩატარდა. ექსპერტების მიერ უკვე 22-ედ გამოვლინდნენ წლის საუკეთესო კომპანიები, რომელთაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g