LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები ექმნებათ უყურადღებო მშობლების შვილებს: „როდესაც მშობელს ვეკითხები, თუ რა სცადა ბავშვის ასამეტყველებლად, პასუხად ვიღებ, რომ არასდროს უცდია ამის სწავლება…“

153
ირინა ნიკოლაიშვილი 3

ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი მშობლების უყურადღებობისა და ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტის მნიშვნელობაზე საუბრობს, როდესაც საქმე ბავშვთა ქცევების დარღვევასა და მეტყველების პრობლემა იქმნება:

„მშობელს ხშირად უთქვამს ჩვენთვის, რომ ბავშვი ძიძასთან გადასარევად იქცევა, მაგრამ მის დანახვაზე ირევა, ყირაზე დგება, ძიძას ელაპარაკება, მაგრამ მას არა, ძიძასთან სძინავს, მაგრამ მასთან არა. ეს სწორედ ამ ყურადღების დეფიციტის შედეგია. ბავშვებს რომ დიდი ადამიანებივით შეეძლოთ საუბარი, რა თქმა უნდა, იტყოდნენ, რომ იმ ასაკამდე მაინც დავკავდეთ მათი და მათთან დიდი დრო გავატაროთ, სანამ თავისით ისწავლიან თავის მოვლას, კოვზის ჭერას, თამაშს და ა.შ. რადგან მათ ამის თქმა არ შეუძლიათ, თავისი რესურსების შესაბამისად გვანიშნებენ.

როდესაც მშობელი ბავშვს ატყობს, რომ ის იმაზე მეტად აქტიური, ცელქი და უყურადღებოა, ვიდრე უნდა იყოს, იმ კონკრეტულ ასაკში და სიტუაციაში, ეს უკვე არის წითელი ნათურა და მშობელი გაათმაგებულად უნდა დაინტერესდეს შეძლებს თუ არა ბავშვისგან მიიღოს ადეკვატური პასუხი, კონკრეტული ერთი დავალების ხანგრძლივი დასწავლის და გამეორების შემდეგ.

ირინა ნიკოლაიშვილი: „ძალიან მაშფოთებს ახალგაზრდა გოგონების მიერ არყის მოხმარება, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მათ სრულფასოვანი, ჯანმრთელი შვილის ყოლაში“

ხშირად, როდესაც მშობელს ვეკითხები, თუ რა სცადა ბავშვის ასამეტყველებლად, რომელიმე ბგერა, რომელიმე სიტყვა, ემოციის გამოხატვის დროს გარკვეული ქმედება თუ ასწავლა, პასუხად ვიღებ, რომ არასდროს უცდია ამის სწავლება. ასეთ შემთხვევაში, რთულია ყველა იმ დაკარგული დროის დაბრუნება, ყველა იმ დეტალზე ჩაწვდომა და ყურადღების გამახვილება, რომელზეც მშობელს გარკვეული თვეებისა და დღეების უკან უნდა ეზრუნა. ყურადღებიანი მშობელი არ არის მხოლოდ ის, ვინც უმაღლესი ხარისხის ინვენტარით აწყობს ბავშვის ოთახს, ან უმაღლესი ხარისხის სათამაშოებს ყიდულობს.

უფრო ახლოს გაიცანით თქვენი შვილები და ეცადეთ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ მათ. დაუთმეთ დღეში რამდენჯერმე რამდენიმე წუთი რაიმეს დასწავლას, ოღონდ აუცილებლად მოიკითხეთ შემდეგ ის, რაც ასწავლეთ.

თუ აწყდებით იმ სირთულეს, რომ 4-5 მცდელობის შემდეგ, ვერ იღებთ შედეგს, მიმართეთ კომპეტენტურ პიროვნებას, თუნდაც პედიატრს. ნუ დაელოდებით ნურც ერთ დღეს“.

ირინა ნიკოლაიშვილი: „ჩემი პაციენტებიდან 10-დან 5-6 ბავშვს მეტყველების ან ქცევის დარღვევა აქვს…“

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, თუ მან მეტყველება დააგვიანა – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g