ინდონეზიაში “დიდი ოცეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა რუსეთს, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაუშვას.
„მან პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა: „მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა გამოუშვათ მარცვლეული იქიდან“, – განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.