LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე არავინ მიმიპატიჟებია ფოტოს გადასაღებად” – G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ენტონი ბლინკენმა და რამდენიმე მინისტრმა სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა

110
BeFunky-collage (4)

ინდონეზიაში, ბალიზე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვიც ესწრება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრების შეხვედრაზე, ენტონი ბლინკენმა და რამდენიმე მინისტრმა სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეთა ნაწილმა ლავროვთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა, მათ შორის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გერმანიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ფაქტს გამოეხმაურა, სერგეი ლავროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ არ დაუპატიჟებია.

„რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოებს არ გადაიღებენ – მე ხომ არავინ მიმიპატიჟებია ფოტოს გადასაღებად და საერთოდაც არავინ არსად არ დამიპატიჟებია. მე ინდონეზიამ დამპატიჟა“, – განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g