სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში მდებარე ბარში ცეცხლსასროლი იარაღით 15 ადამიანი მოკლეს.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მსხვერპლთა ასაკი 19-დან 35 წლამდე მერყეობს.
პოლიციის ცნობით,თავდამსხმელები ორლანდოს აღმოსავლეთ ტავერნაში კვირას, გამთენიისას შევიდნენ და სტუმრების მისამართით უმისამართო სროლა დაიწყეს. შემთხვევის ადგილიდან ისინი თეთრი მინი ავტობუსით მიიმალნენ.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.