LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ კიდევ ორმა საჯარო მოხელემ დატოვა: „ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე“

161
ომარ ჯიხვაშვილი და საბა კბილაშვილი

ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოს წევრების შემდეგ, „ქართულ ოცნებასა“ და თანამდებობას თერჯოლის საკრებულოს წევრი, ომარ ჯიხვაშვილი, ასევე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილიც ტოვებს.

ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.

თერჯოლის საკრებულოს წევრი, საკუთარ განცხადებაში „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს მხარდაჭერას უცხადებს და აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს:

წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე, ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო: კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხომ? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს!

როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – წერს ჯიხვაშვილი.

რაც შეეხება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საბა კბილაშვილს, მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ „ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს.“

„ვიცი რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს.

რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ “ნაცები” არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.

ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!! ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.

ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა.

რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დასჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!“ – წერს საბა კბილაშვილი.

“იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ” – მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

ყაველაშვილი დეგნანს პასუხობს: “შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა.. გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც მასში ჩემ მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია”

magti 5g