LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე, ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო: კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

314
კელი დეგნანი

საქართველოს პარლამენტის წევრის და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის წერილს, რომელიც მან საქართველოში აშშ-ს ელჩს მისწერა, თავად ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება და აცხადებს, რომ „წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე, ბოლომდე წაკითხვაც ვერ შეძლო, რადგან მისთვის ძალიან საწყენი იყო“.

“იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ” – მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

კელი დეგნანის განმარტებით, „მას უცნაურად ეჩვენება, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ტყუილი“.

ელჩის თქმით, აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

გია ხუხაშვილი: “ძალიან ვეცადე, მაგრამ “ყაველაშვილი” და “დეგნანი” არა თუ ერთ ნიუსში, არამედ ერთ წიგნში, ან თუნდაც ბიბლიოთეკაში ვერ წარმოვიდგინე”

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე. ყველა დემოკრატიისთვის ძალიან სახიფათოა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან ძირგამოთხრილი.

ვოლსკი ყაველაშვილზე: საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ის როგორც ჩანს, ცდილობს დეზინფორმაციის გამეორებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ცხადი ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომ მოხდეს მისი გავრცელების პრევენცია. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს მშვიდობისთვის მუშაობა ჩვენთან ერთად, ვცდილობთ, იყოს ჩვენ მხარეს. არის ძალიან ბევრი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნახა ნატო-ს ბოლო სამიტზე მადრიდში მხარდაჭერის გაწევა ძალისხმევისთვის უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შესაჩერებლად. ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც სასწორზეა. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ტყუილი. რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ამის გამეორებას, რაც ტყუილია? – ესაა ჩემი შეკითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g